როგორც კადისის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, გიორგი გოჩოლეიშვილს ბოლო საათებში სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა, რის შემდეგაც ქართველ ფეხბურთელს კოჭ-წვივის სახსრის წინა სინდეზმოზის ნაწილობრივი დაზიანება დაუდასტურდა.
პირველადი ინფორმაციით, გოჩოლეიშვილის მდგომარეობას რამდენიმე დღის განმავლობაში დააკვირდებიან, რის შემდეგაც ზუსტად გაირკვევა, როდის შეძლებს 25 წლის ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებას.
Parte médico: Gocho y Noah
— Cádiz Club de Fútbol (@Cadiz_CF) September 10, 2026
🔗 https://t.co/vid6kYlDZD pic.twitter.com/8mQgUai6IW












