გიორგი ჩიხელიძე პარიზის გრანდ სლემის ფინალში გავიდა

73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ჩიხელიძემ წინასწარი შეხვედრები წაუგებლად დაასრულა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე იაპონელი ტაცუკი იშიჰარა იქნება.
23 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე ჩეხი, რუმინელი, ბრაზილიელი, მოლდოველი და უზბეკი სპორტსმენები დაამარცხა - ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.







