სტივ მაკლარენი მანჩესტერ იუნაიტედში სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც ალექს ფერგიუსონის, ისე ერიკ ტენ ჰაგის თანაშემწედაც. ინგლისელმა თავკაცმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა მოხდა რეალურად კრიშტიანუ რონალდუსა და ნიდერლანდელ დამრიგებელს შორის.
"ტენ ჰაგი ცდილობდა თავისი სტილის მოხვევას, რაც რონალდუსთვის მიუღებელი იყო. მე თავიდანვე ვთქვი, რომ მათ შორის მან იუნაიტედში მხოლოდ ერთი დარჩებოდა. კრიშტიანუ იყო კარგ ფორმაში, მაგრამ მას არ უნდოდა იმ სამუშაოს შესრულება, რასაც ერიკი ავალებდა, ან უბრალოდ ვერ ახერხებდა.
პორტუგალიელ თავდამსხმელს ევალებოდა პრესინგი და სირბილი, რადგან ტაქტიკა იყო ასეთი - 11 ფეხბურთელი უტევს, 11 ფეხბურთელი თავს იცავს. იუნაიტედის ვეტერანის წარმოდგენაში კი 11 უტევდა, თავს კი 10 იცავდა. ამ ყველაფრის შემდეგ, გუნდი გაიყო ორად: ნაწილი მხარს უჭერდა პორტუგალიის ეროვნული გუნდის მე-7 ნომერს, ნაწილი კი ნიდერლანდელ თავკაცს", - განაცხადა "წითელი ეშმაკების" ყოფილმა თავკაცმა.








