ბაიერნის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ული ჰიონესმა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"პარი სენ-ჟერმენი ძალიან ძლიერი გუნდია და ეს პირველ მატჩშიც დავინახეთ. განმეორებითი შეხვედრის წინ რა თქმა უნდა იმედიანად ვართ და გვჯერა, რომ ფინალში ჩვენ გავალთ.
რომელ ფეხბურთელს დავიმატებდი პარი სენ-ჟერმენიდან? აუცილებლად აშრაფ ჰაკიმის. ვფიქრობ, ჩვენს გუნდს იდეალურად მოერგებოდა."
შეგახსენებთ, ბაიერნი vs პარი სენ-ჟერმენის განმეორებითი მატჩი ხვალ, 6 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.






![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)





