სულ რამდენიმე წუთის წინ კარლო ანჩელოტიმ მომდევნო სანაკრებო პაუზისთვის ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, სადაც ნეიმარი ვერ მოხვდა.
იტალიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა:
"ნეიმარი და მსოფლიო ჩემპიონატი? მას შეუძლია მუნდიალზე წასვლა, თუ ის 100%-ით მზად იქნება.
რატომ არ გამოვიძახე ნეიმარი ახლა? იმიტომ, რომ ის 100%-ით მზად არ არის, ჩვენ კი გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც სათამაშოდ 100%-ით მზად არიან.
ნეიმარმა უნდა გააგრძელოს თამაში, შრომა და კარგი ფიზიკური ფორმის დემონსტრირება.“
ბრაზილიის ნაკრები მიმდინარე თვეში საფრანგეთს დაუპირისპირდება - მატჩი 26 მარტს გაიმართება. ხოლო რაც შეეხება მეორე ამხანაგურ შეხვედრას, "სელესაო" 1 აპრილს ხორვატიას უმასპინძლებს.
იხილეთ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების განაცხადი მომდევნო მატჩებისთვის:
CONVOCADOS! 📋
— brasil (@CBF_Futebol) March 16, 2026
O mister Ancelotti divulgou a lista de jogadores convocados para os amistosos contra França e Croácia, nos dias 26 e 31 de março, nos Estados Unidos.
BATE NO PEITO!
ISSO É BRASIL 🇧🇷 pic.twitter.com/qT9zVAn6Gl












