ბარსელონას ყოფილმა დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟორდი როურამ თავის მშობლიურ გუნდსა და პარის სენ-ჟერმენს შორის მთავარ სხვაობაზე ისაუბრა. ესპანელმა თავკაცმა აღნიშნა, რომ "ბლაუგრანა" წარმატებას აღწევს შემადგენლობაში აკადემიის 7-8 აღზრდილით, მაშინ როცა პსჟ ტრანსფერებში უამრავ ფულს ხარჯავს.
"მთავარი განსხვავება ბარსელონასა და პარის სენ-ჟერმენს შორის? ჩვენ ვიგებთ ტიტულებს შვიდი ან რვა ლა მასიელით შემადგენლობაში. ასე არ შეუძლია პსჟ-ს, რომელიც ტრანსფერებში უამრავ ფულს ხარჯავს. იგივეს თქმა ბაიერნზეც შემიძლია. არ ვიცი, ექნება თუ არა კატალონიურ კლუბს მსგავსი ფინანსური მდგომარეობა ოდესმე.
დიახ, "ბლაუგრანა" კვლავ დარჩა ჩემპიონთა ლიგის ფინალის გარეშე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ გუნდმა ცუდად ითამაშა. ატლეტიკოსთან მარცხის მიზეზი? ინტენსიურობა დაგვაკლდა", - განაცხადა კამპ ნოუს მკვიდრთა ყოფილმა თავკაცმა.









