როგორც რამდენიმე დღის წინ გაუწყეთ, ნაპოლის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ კლუბს აგვისტოს დასაწყისში დაუბრუნდებოდა.
თუმცა LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, გეგმები შეიცვალა და კვარაცხელია გუნდს დღეს შეუერთდება, ბაზაზე კი 25 ივლისიდან გამოცხადდება და ვარჯიშს განაახლებს.
საქმე ის არის, რომ ნაპოლის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კვარაცხელია პირადად იხმო, რადგან კვარას დარჩენა უკვე თითქმის გადაწყვეტილია და იტალიელ სპეციალისტს თავისი გუნდის ლიდერის პირადად ნახვა მალევე სურს.
კვარაცხელიას ჩასვლისთანავე, საუბარი კონტრაქტის გახანგრძლივებაზეც განახლდება და დიდი ალბათობით, კვარაცხელია ნაპოლისთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპს გადის და რამდენიმე ამხანაგური მატჩი უკვე ჩაატარა.