ბერგამოს ატალანტას მთავარმა მწვრთნელმა, ჯან პიერო გასპერინიმ თავისი კოლეგის, კარლო ანჩელოტის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სპეციალისტები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან უეფას სუპერთასის ფარგლებში. მადრიდის რეალმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა, "ლა დეამ" კი - ევროპა ლიგა.
"ჩემთვის ანჩელოტის წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრის გამართვაც კი დიდი პატივია. დაუჯერებელია, რომ უეფას სუპერთასზე ვხვდებით ერთმანეთს. კარლო საოცარი სპეციალისტია, როგორც მოგებული ტიტულებით, ისე იმ ბალანსით, რომელსაც ის წლების მანძილზე ინარჩუნებს. ის ნამდვილად საუკეთესოა.
რა არის რეალის მწვრთნელის წარმატების საიდუმლო? - წარბის აწევა! ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. 90-იანებში სამწვრთნელო კურსებს ერთად გავდიოდით, უბრალოდ სიგიჟეა, თუ რას მიაღწია მან იმის შემდეგ", - განაცხადა იტალიელმა ტაქტიკოსმა.