21 მარტს, ერთა ლიგის ნახევარფინალში, დინამო არენაზე საინტერესო დაპირისპირება გაიმართება საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებებს შორის.
მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, კომენტარი ლუქსემბურგის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუკ ჰოლცმა გააკეთა.
"რასაც ვუყურებ, ამ მატჩის მიმართ საკმაოდ დიდი ეიფორიაა შექმნილი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და ყველაფერს, წარსულთან შედარებით, სხვანაირად უყურებენ.
გარწმუნებთ, საქართველოს ნაკრებს დავამარცხებთ და ფინალში გავალთ, თუ სიმშვიდეს შევინარჩუნებთ, მოედანზე ჩვენს თამაშს გამოვიტანთ, ნეგატიურ აზრებს მოვკლავთ და ზედმეტი ემოციების გარეშე ვითამაშებთ.
თუ ამ ყველაფერს შევძლებთ, 100%-ით გარწმუნებთ, რომ ფინალში გავალთ. სიმშვიდე ყველაზე მნიშვნელოვანია", - განაცხადა ლუქსემბურგის მწვრთნელმა.