ხვალ გაიმართება ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრა საქართველოსა და ჩრდ.ირლანდიის ნაკრებებს შორის.
მატჩის წინ კომენტარი ბრიტანული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ონილმა გააკეთა.
"ჩვენს ნაკრებში ყველა მწყობრშია, რაც სასიხარულოა. პირველი მატჩი სტუმრად გვაქვს, თუმცა ჩვენს მზადებას ხელი არ შეუშლია, კვლავაც ბრიტანეთის დროით ვემზადებით და ყველაფერი იდეალურადაა.
ყველას გვირჩევნია, რომ თამაში სავსე სტადიონზე ჩატარდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, გულშემატკივრის გარეშე თამაში პრობლემა მასპინძელი ნაკრებისთვის უფროა, ვიდრე ჩვენთვის.
საქართველოს ნაკრებს არაერთი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, განვითარებაში დაახლოებით 5 წლით გვასწრებენ. მათ ჰყავთ კვარაცხელია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშეა.
ხვიჩას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, თან ჩვენ უკვე გვაქვს გამოცდილება ისეთი მაღალი დონის ნაკრებებთან და ფეხბურთელებთან თამაშის, როგორებიც არიან საფრანგეთი და დემბელე, ოლისე, მბაპე.
საქართველოს ნაკრების თამაშებზე სიღრმისეული ანალიზი გავაკეთეთ და ვნახეთ, რა შეგვიძლია დავუპირისპიროთ მათ. არ ვიცით, რა ტაქტიკით ითამაშებს ვილი სანიოლი და ამის რეაგირებისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. შევეცდები, ჩვენი ძლიერი მხარეები ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ", - განაცხადა ონილმა.














