საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ციკლს ჩრდ.ირლანდიასთან მატჩით იწყებს. მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა გააკეთა.
ნაკრების მზადებაზე
"გუნდში კარგი ატმოსფეროა. ტრავმების გამო, მოსამზადებელი პროცესი ცოტა გართულდა. ფეხბურთელებში ამბიცია და თავდადება შეინიშნება, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ."
ჩრდ.ირლანდიის შეფასება
"მეტოქის მატჩის ვიდეოებს არაერთხელ ვუყურეთ. კარგად ვიცით, სად შეუძლიათ პრობლემების შექმნა. ბრიტანული სტილიდან გამომდინარე, ორთაბრძოლები მნიშვნელოვანი იქნება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი პოზიტიური მზადებიდან გამომდინარე, ყველაფრის მოედანზე გადატანას შევძლებთ."
ხვიჩა კვარაცხელიაზე
"ხვიჩა შესანიშნავი ფეხბურთელია და ამასთან ერთად კარგი ადამიანი. ოქროს ბურთის ყველა ნომინანტმა თავის თავზე თქვა, რომ ოქროს ბურთს იმსახურებს, ხვიჩას ეს თავისი თავმდაბლობიდან გამომდინარე არ გაუკეთებია"
დაცვის ხაზზე
"უკვე ვიცი, ვის დავაყენებ დაცვის ხაზში. გვიხარია, რომ საზონოვი საფეხბურთო სამყაროს დაუბრუნდა, მას უკვე ვესაუბრე და ვუთხარი, რომ სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რათა ნაკრებში სათამაშო დრო მიიღოს."
ტყუპებზე
"მიხარია, რომ გიზი და ოთო სხავდასხვანაირი ვარცხნილობით ჩამოვიდნენ ნაკრებში, რადგან მათი გარჩევა არ გამიჭირდება. სამწუხაროდ, ოთარი ტრავმის გამო გამოგვაკლდა, მაგრამ მას ვუთხარი, რომ რომცა გამოჯანმრთელდება, კვლავ ჩვენთან იქნება"
















