ცოტა ხნის წინ, FIFA-ს ოფიციალურმა გვერდმა განახლებული სანაკრებო რეიტინგი შემოგვთავაზა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ერთი საფეხურით წინ წაიწია.
ვილი სანიოლის გუნდმა განის ნაკრებს გადაასწრო და 73-ე ადგილიდან 72-ეზე გადაინაცვლა.
შეგახსენებთ, რომ მარტის თვეში საქართველოს ნაკრებმა ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა, ისრაელთან ფრედ 2:2 ითამაშა, ლიეტუვასთან კი 2:0 გაიმარჯვა.
განახლებული რეიტინგი:
69. კაბო ვერდე
70. ჩრდ.ირლანდია
71. იამაიკა
72. საქართველო
73. ფინეთი
74. განა
75. ისლანდია






![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)





