გამოძიება დასრულდა - კრისტიან ჰორნერი უდანაშაულოდ ცნეს

"დამოუკიდებელი გამოძიება ჰორნერის წინააღმდეგ დასრულებულია და მის მიმართ წაყენებული ბრალდება მოხსნილია" - ნათქვამია ავსტრიული გუნდის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც კრისტიან ჰორნერს ერთ-ერთმა თანამშრომელმა არასათანადო მოპყრობის გამო უჩივლა და რედ ბულმა საქმის შესასწავლად დამოუკიდებელი ადვოკატი დაიქირავა.
ადვოკატმა აღნიშნული საქმე შეისწავლა და რამდენიმე დღის წინ რედ ბულის დირექტორთა საბჭოს 100-გვერდიანი რეპორტი გადასცა, რის საფუძველზე ავსტრიულმა გუნდმა ჰორნერი გაამართლა. ის დირექტორის პოზიციაზე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონი 2 დღეში ოფიციალურად დაიწყება, ხოლო პირველი რბოლა კვირას, ბაჰრეინში ჩატარდება.






![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)






