გამოძიება დასრულდა - FIA-მ მოჰამედ ბენ სულაიემი გაამართლა

სულაიემს ბრალად ედებოდა 2023 წლის საუდის არაბეთის გრან პრის შედეგებში უხეში ჩარევა, ასევე ლას ვეგასის გრან პრის ჩატარებაში ხელის შეშლა - ორივე ბრალდება გაბათილებულია.
შეგახსენებთ, რომ მოჰამედ ბენ სულაიემი საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) პრეზიდენტად 2021 წლის 17 დეკემბერს აირჩიეს - აღნიშნულ თანამდებობაზე მან ჟან ტოდი შეცვალა.









