მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში, შვეიცარიის ნაკრებმა კოლუმბია თერთმემეტრიანების სერიაში დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
შეხვედრის ძირითადი დრო უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა და უგოლოდ დასრულდა. გუნდებმა ვერც დამატებით დროში მოახერხეს გოლის გატანა და საქმე თერთმემეტრიანების სერიამდე მივიდა, სადაც შვეიცარიამ 4-3 მოიგო და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.
შვეიცარია 0-0 (4-3) კოლუმბია
მუნდიალის 1/4 ფინალში შვეიცარიის ნაკრები არგენტინას დაუპირისპირდება — მოქმედმა ჩემპიონმა საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა და ეგვიპტე 3-2 დაამარცხა.












