სერია ა-ს 26-ე ტურში მილანის ინტერმა საკუთარ კედლებში ჯენოა მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ლაუტარო მარტინესმა გაიტანა. "ნერაძური" ამ მოგებით აგროვებს 57 ქულას და მინიმუმ ნაპოლის მატჩამდე პირველ პოზიციაზე დარჩება.
კვირის მატჩის დღე სერია ა-ში გაიხსნება სწორედ "პარტენოპეის" თამაშით, რომელიც კომოს ესტუმრება. იტალიის ჩემპიონატის შემდეგ ტურში კი "გველები" სწორედ "ლურჯებს" ესტუმრებიან. კალჩოს საჩემპიონო დუელი 3 მარტს გაიმართება.