სულ რამდენიმე წუთის წინ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი დასრულდა ქალაქ სამოკოვში, სადაც ერთმანეთს ფრიბურგი და საქართველოს სუპერ ლიგის ჩემპიონი ბათუმი დაუპირისპირდნენ.
მაყურებლებმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა იხილეს, რომელშიც გამარჯვება ქართულმა კლუბმა მოიპოვა — 85:86.
ბათუმი მომდევნო ეტაპზე ორადეა-აეკი ლარნაკას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ქართულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შესასვლელად კიდევ ორი ეტაპის გადალახვა სჭირდება.











