საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ლიეტუვას წინააღმდეგ ჩაატარა და 2:0 დაამარცხა.
ჩვენი ნაკრებიდან დუბლის ავტორი ჟორჟ მიქაუტაძე გახდა, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში 23-ე გოლი გაიტანა და არველაძის ისტორიულ რეკორდამდე ცოტა აკლია.
მოგეხსენებათ, ყველა დროის ბომბარდირი 26 გატანილი ბურთით შოთა არველაძეა.
"გადავასწრებ თუ არა არველაძეს? - პირველ რიგში, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოს გამარჯვებაში დავეხმაროთ.
რა თქმა უნდა, ეს ყველას სურს და გოლები საჭიროა, მაგრამ მთავარი მიზანი, ნაკრების წარმატებაა", - განაცდადა მიქაუტაძემ.






![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)





