ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გმირი, ესპანელი ფერან ტორესი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი თავად ფეხბურთელმა გააკეთა, რომელსაც ბარსელონასთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
"გადავალ თუ არა პსჟ-ში? - სასიამოვნოა, როცა შენი შეძენით ასეთი გუნდები ინტერესდებიან, მაგრამ მე ბარსელონასთან კონტრაქტი მაქვს.
მართალია, ფეხბურთში არავინ იცის როდის რა მოხდება და კარგი ის არის, რომ კონტრაქტი მაქვს და შემიძლია ჩემი მომავალი მშვიდად გადავწყვიტო.
ბარსელონამ უნდა დამანახოს, რომ ვუყვარვარ, პატივს მცემენ და მათთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე ვარ, რათა ყველაფერი განვიხილო", - განაცხადა ტორესმა.












