ოფიციალურად — მასიმილიანო ალეგრი მილანის მთავარი მწვრთნელი აღარ არის! იტალიურმა კლუბმა ამის შესახებ განცხადება საკუთარ საიტზე სულ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
მასიმილიანო ალეგრის გუნდიდან გაშვება მას შემდეგ გადაწყდა, რაც მილანმა სერია A- ბოლო ტურში ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა. შეგახსენებთ, იტალიელი სპეციალისტი მილანში 2025 წელს დაბრუნდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 42 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 22 მოიგო, 10 ფრედ დაასრულა, ხოლო 10-ჯერ დამარცხდა. "როსონერიმ" 2025/26 სეზონი მე-5 პოზიცაზე დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლომბარდიული გრანდი მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.
მასიმილიანო ალეგრის გარდა, მილანი ჯორჯო ფურლანიმ, იგლი ტარემ და ჯოფრი მონკადამაც დატოვეს.







