დადასტურებულად — ანტონიო კონტე მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ნაპოლის დატოვებს! იტალიელმა სპეციალისტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აურელიო დე ლაურენტისთან შეხვედრა გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას 56 წლის მთავარი მწვრთნელის შენარჩუნება სურდა, კონტემ ნაპოლიდან წასვლა მაინც გადაწყვიტა.
იმის შესახებ, რომ ანტონიო კონტე ნაპოლის დატოვებას სერიოზულად განიხილავდა, პირველად 2025 წლის მიწურულს დავწერეთ. ფაქტია, იტალიელსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის კარგი ურთიერთობა არასდროს ყოფილა და, როგორც ჩანს, მომდევნო სეზონში თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა აღარ არსებობდა.
ანტონიო კონტემ ნაპოლი 2024 წელს ჩაიბარა. იტალიელის ხელმძღვანელობით "პარტენოპეიმ“ 90 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 53 მოიგო, 19 ფრედ დაასრულა და 18-ჯერ დამარცხდა. კონტემ ნაპოლისთან ერთად სკუდეტო და იტალიის სუპერთასი მოიგო.
რაც შეეხება პოტენციურ შემცვლელს, აურელიო დე ლაურენტისს მაურიციო სარის გუნდში დაბრუნება სურს და ამ მიმართულებით "პარტენოპეიში“ უკვე აქტიურად მუშაობენ








