საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბაზელის 19 წლის ნახევარმცველმა გაბრიელ სიგუამ გუნდის ბოლო მოსამზადებელ ვარჯიშზე, საკმაოდ მძიმე დაზიანება მიიღო, რის გამოც ფეხბურთელი რამდენიმე კვირას გამოტოვებს.
როგორც ბაზელის ოფიციალური X-გვერდი იუწყება, სიგუამ ვარჯიშზე ჰაერში შეჯახებისას, თავის არეში ჭრილობა და მსუბუქი ტვინის შერყევა მიიღო. ამას სამწუხაროდ ისიც დაემატა, რომ დაშვებისას ახალგაზრდა ფეხბურთელმა ტერფიც დაიზიანა.
კლუბის ინფორმაციით, გაბრიელმა საავადმყოფო გუშინ ღამით დატოვა და მკურნალობას სახლის პირობებში გააგრძელებს.