ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის მესამე ტურში ტურნირის ფავორიტი გერმანია დაუპირისპირდა შვეიცარიას, რომელთანაც ფრე, 1:1 ითამაშა.
ანგარიში გახსნა შვეიცარიამ, დან ნდოიეს გოლის შემდეგ და აღსანიშნავია ისიც, რომ ტურნირის მასპინძლები 92 წუთამდე მარცხდებოდნენ.
ამ ანგარიშით შვეიცარია პირველ ადგილზე 7 ქულით გადადიოდა, გერმანია კი - 6 ქულით მეორეზე, თუმცა საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.
"ბუნდესნაკრებს" გადამრჩენელად ნიკლას ფულკრუგი მოევლინა, რომელმაც თავისი გუნდი პირველ ადგილზე დატოვა.
გერმანია პლეიოფში გადის პირველი ადგილით, შვეიცარია კი - მეორე პოზიციით.