ანდრეი დემჩენკომ საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მოახლოებული მატჩის თაობაზე პროგნოზი გააკეთა. მისი თქმით, ერთა ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე ის ვარაუდობდა ფრეს, მაგრამ ჩვენს ეროვნულ გუნდში მომხდარი უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით, უკრაინელი თავკაცი ახლა ფავორიტად "ლურჯ-ყვითლებს" მიიჩნევს.
"თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ ვიხილავდით ფრეს უხვგოლიან მატჩში, რომელიც მარტივი არავისთვის იქნებოდა. ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, ახლა უკრაინისკენ ვიხრები. ძალიან ხარისხიანად ითამაშეს უნგრეთთან, რასაც ვერ ვიტყვი საქართველოზე, რომელმაც შინ ჩრდ. ირლანდიასთან წააგო.
სანიოლის წასვლა? მასთან ერთად ისინი გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა შემდეგ, შედეგიანობამ იკლო. ჩვენი პროფესია ასეთია - როდესაც საქმე არ მიდის გეგმის მიხედვით, მძიმე გადაწყვეტილებისთვის მზად უნდა იყო", - განაცხადა ბათუმის დინამოს ყოფილმა თავკაცმა.












![[VIDEO] 9-2 ინგლისის ლეგენდების სასარგებლოდ — ჯონ ტერიმ იტალიას შანსი არ დაუტოვა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fbho2SnR3IdZWITCoaptF3PSfJ1ryNWtO.jpg&w=3840&q=75)


