დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის ეგიდით მორიგ შეხვედრას გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი დინამო არენაზე უკრაინას დაუპირისპირდება და პირველი 3 ქულის მოპოვებას შეეცდება.
დღევანდელი მატჩისთვის ჩვენი ნაკრების სამატჩო განაცხადი უკვე ცნობილია.
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, დავით კერესელიძე;
მცველები: ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, საბა საზონოვი, საბა ხარებაშვილი, ჯემალ ტაბიძე;
ნახევარმცველები: გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიზი მამაგეიშვილი, ირაკლი ეგოიანი, გიორგი წიტაიშვილი;
შემტევები/ფორვარდები: ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, საბა ლობჟანიძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი კვერნაძე.
სამატჩო განაცხადს მიღმა 5 ფეხბურთელი დარჩა: ილია ბერიაშვილი, ნოდარ ლომინაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი აბუაშვილი და გიორგი გაგუა.
ფოტო: Nakrebi.ge













