მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა ნახევარმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა Kings League-ისთვის ოცნების გუნდი შეადგინა. ვეტერანი ფეხბურთელის შვიდეული ასეთია -
მეკარე: მანუელ ნოიერი,
მცველები: ფრანც ბეკენბაუერი და ფილიპ ლამი,
ნახევარმცველები: ზინედინ ზიდანი და ტომას მიულერი,
თავდამსხმელები: გერდ მიულერი და რონალდო ნაზარიო.
რაც შეეხება აღნიშნული გუნდის მწვრთნელს, ყოფილმა გერმანელმა ნახევარმცველმა აირჩია იუპ ჰაინკესი, რომელთან ერთადაც მან 2013 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ის ფაქტი, რომ "რეკორდმაისტერის" ყოფილმა შუახაზელმა მიიღო მონაწილეობა Kings League-ის გადაღებაში, სულაც არ არის დამთხვევა, რადგან ჟერარდ პიკეს მიერ დაწყებული პროექტის გერმანული ანალოგის პრეზიდენტი სწორედ ის არის.