ტურინის იუვენტუსთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, პოლ პოგბა უგუნდოდ არის. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას ვარსკვლავური შუახაზელი. ცოტა ხნის წინ, ფრანგმა ფლეიმეიქერმა გამოაქვეყნა ორი ფოტო, რომელიც მიგვანიშნებს, თუ სად უნდა მას გადასვლა. პირველი სურათი გაკეთებულია კარიკატურულ სტილში, რომელზეც "ბებერი ქალბატონის" ყოფილი გამთამაშებელი მანჩესტერ იუნაიტედის ფორმით დგას.
31 წლის ნახევარმცველს გვერდს ამად დიალო უმშვენებს. გულშემატკივრებს შორის უკვე ტრიალებს აზრი, რომ ის სწორედ "წითელ ეშმაკებში" დაბრუნებაზე ოცნებობს. საფრანგეთის ეროვნული გუნდის ყოფილი მე-6 ნომრის მეორე ფოტოში გვხვდება წარწერა: "ვნახოთ, რა იქნება შემდეგ".
შეგახსენებთ, რომ დოპინგ ტესტზე ჩავარნის გამო, პოგბა ფეხბურთს ერთი წლით ჩამოშორდა. მას სურდა "ბიანკონერიში" დარჩენა, თუმცა იტალიურმა კლუბმა ფრანგ ფლეიმეიქერთან განშორება გადაწყვიტა. მის სახელს ასევე პარის სენ-ჟერმენსა და ინტერ მაიამისაც უკავშირებენ.