ბარსელონამ და მადრიდის რეალმა იაპონიაში ლეგენდების მატჩი გამართეს. აღნიშნულ თამაშში მონაწილეობა არაერთმა გამორჩეულმა ვეტერანმა მიიღო, მათ შორის ანდრეს ინიესტამაც, რომელმაც ცოტა ხნის წინ, კარიერა დაასრულა. საღამოს ყველაზე ეპიკური მომენტი: ლეგენდარული გამთამაშებელი "სამეფო კლუბის" მაისურით.
დიახ, "ბლანკოსმა" ასეთი ფორმით გამოხატა ყოფილი ესპანელი შემტევი ნახევარმცველის მიმართ პატივისცემა. საინტერესოა ის, რომ მაისური იყო არა რვანომრიანი, რომლითაც "ბლაუგრანას" ლეგენდარული გამთამაშებელი თამაშობდა თავის მშობლიურ კლუბში, არამედ ექვსი. აღნიშნული ნომრით ის ესპანეთის ეროვნულ გუნდში გამოდიოდა.
რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, კატალონიელებმა ანგარიშით 2:1 იმარჯვეს. ცნობისთვის, "ელ ილუსიონისტამ" თავის ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. საინტერესოა ისიც, რომ 40 წლის ყოფილი გამთამაშებლის გვერდით თამაშობდა მისი ლეგენდარული მეწყვილეც: ჩავი ერნანდესი.