ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონის მე-6 გრან პრი, რომელიც მაიამიში ჩატარდა, მაკლარენის ბრიტანელი მრბოლელის, ლანდო ნორისის გამარჯვებით დასრულდა.
მაიამიში მეორე ადგილზე რედ ბულის მოქმედი ჩემპიონი, მაქს ვერსტაპენი გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია ფერარის მონეგასკმა პილოტმა, შარლ ლეკლერმა დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ლანდო ნორისმა კარიერაში პირველი რბოლა მოიგო - 24 წლის მრბოლელს ფორმულა 1-ის 110 რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
მაიამის გრან პრის საუკეთესო ათეული:
ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონის შემდეგი გრან პრი 19 მაისს, იტალიაში გაიმართება.