ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის დასკვნით ფაზაში შევიდა და ბრაზილიაში სეზონის რიგით 21-ე გრან პრი ჩატარდა, რომელიც ლანდო ნორისმა მოიგო.
ინტერლაგოსის ტრასაზე მაკლარენის ბრიტანელმა პილოტმა სტარტი პოულ პოზიციიდან აიღო, პიტ სტოპზე ლიდერობა დაკარგა, თუმცა, მალევე დაიბრუნა და გრან პრი გამარჯვებული გახდა.
ბრაზილიის გრან პრიზე მეორე პოზიცია მერსედესის ახალგაზრდა იტალიელმა მრბოლელმა, კიმი ანტონელიმ დაიკავა, ხოლო მესამეზე მსოფლიოს 4-გზის და მოქმედი ჩემპიონი, მაქს ვერსტაპენი გავიდა.
მიმდინარე სეზონის TOP 10 ბრაზილიის გრან პრის შემდეგ
ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონში 3 გრან პრი დარჩა — მომდევნო რბოლას 22 ნოემბერს ლას ვეგასი უმასპინძლებს, 30 ნოემბერს გრან პრი კატარში გაიმართება, ხოლო სეზონი 7 დეკემბერს აბუ დაბიში დასრულდება.








