ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის მე-4 გრან პრი მაკლარენის ტრიუმფით დასრულდა — გამარჯვებული ოსკარ პიასტრი გახდა.
24 წლის ავსტრალიელმა მრბოლელმა გუშინ მოპოვებული პოულ პოზიცია წარმატებით შეინარჩუნა და მიმდინარე სეზონში უკვე მეორე რბოლა მოიგო.
ბაჰრეინის გრან პრიზე მეორე ადგილზე მერსედესის ბრიტანელი პილოტი, ჯორჯ რასელი გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია პიასტრის თანაგუნდელმა, ლანდო ნორისმა დაიკავა.
ბაჰრეინის გრან პრი, TOP 10
ფორმულა 1-ის 2025 წლის მომდევნო, მე-5 გრან პრის საუდის არაბეთი უმასპინძლებს — ჯედას ავტოდრომზე რბოლა ზუსტად 1 კვირაში, 20 აპრილს ჩატარდება.








