ლა ლიგის მეშვიდე ტურში ბარსელონამ საკუთარ კედლებში მიიღო ხეტაფე, რომელიც მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა. როგორც ვხედავთ, კატალონიელთა წარმატებული სვლა გრძელდება: 7/7 მოგება და 21 ქულა. უახლოესი მდევარი არის მადრიდის რეალი, რომელიც "ბლაუგრანას" 4 ქულით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-ბროწეულსიფრებს" მუხლის ტრავმის გამო, სეზონის ბოლომდე გამოაკლდა მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და მის ნაცვლად კარში ინიაკი პენია იდგა. აქვე დავამატებთ, ჰანსი ფლიკის გუნდმა დაიმატა ვოიცეხ შესნი, რომელიც პრიმერა დივიზიონის ლიდერთა კარს მიმდინარე სეზონის ბოლომდე დაიცავს.