სულ რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი, რომ ლეგენდარული ფერნანდო რედონდოს ვაჟი, ფედერიკო, არგენტინოს ხუნიორსიდან კარიერას ინტერ მაიამიში გააგრძელებს. 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, არგენტინული კლუბი 8 მილიონ დოლარს მიიღებს, ისევე როგორც მომდევნო ტრანსფერიდნ 15%-ს.
ფედერიკო არგენტინოს ხუნიორსის აღზრდილია, მას პირველ გუნდში დებიუტი 2022 წელს ჰქონდა. ამ დროის განმავლობაში, რედონდომ არგენტინოს ხუნიორსის მაისურით 116 მატჩის ჩატარება მოასწრო. ფეხბურთელი არგენტინის 23-წლამდე ნაკრების წევრიცაა.
იანვარში ფეხბურთელით რამდენიმე ევროპული კლუბი იყო დაინტერესებული, მათ შორის მილანიც, თუმცა ფედერიკომ ყველა შეთავაზება უარით გაისტუმრა. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ფეხბურთელი სეზონის დასრულებას არგენტინაში გეგმავდა, თუმცა ინტერ მაიამის შეთავაზება როგორც არგენტინოს ხუნიორსისთვის, ისე ფეხბურთელისთვისაც მისაღები აღმოჩნდა.