აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის წამყვანი iGaming, Sport და Tech კონფერენცია SBC Summit Tbilisi 2026 წელს მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ თავდამსხმელს, ფერნანდო მორიენტესს უმასპინძლებს. 15–16 ივლისს, თბილისში გამართულ სამიტზე მორიენტესი მთავარი სპიკერის სტატუსით წარდგება. იგი მონაწილეებს საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას, ლიდერობის პრინციპებს, ასევე თანამედროვე ფეხბურთში ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მზარდ როლზე საკუთარ ხედვას გაუზიარებს.
ფერნანდო მორიენტესის სახელი მსოფლიო ფეხბურთის ოქროს ეპოქას უკავშირდება. კარიერის განმავლობაში მან ევროპის უმაღლეს დონეზე არაერთ ისტორიულ გამარჯვებაში მიიღო მონაწილეობა და პროფესიონალიზმის, სტრატეგიული აზროვნებისა და ლიდერობის სიმბოლოდ იქცა. დღეს კი ის მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპიკერია სპორტისა და ბიზნესის საერთაშორისო კონფერენციებზე.
SBC Summit Tbilisi 2026-ის მთავარ სცენაზე მორიენტესი ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ ცვლის თანამედროვე ფეხბურთს ტექნოლოგიური პროგრესი, რა გავლენას ახდენს კომერცია სპორტის განვითარებაზე, როგორ იქმნებაგამარჯვების კულტურა და რა საერთო პრინციპები აერთიანებს წარმატებულ სპორტულ გუნდებსა და ბიზნესს.

ფეხბურთის ლეგენდა, ფერნანდო მორიენტესი:
„ბედნიერი ვარ, რომ SBC Summit Tbilisi 2026-ის ფარგლებში თბილისში ჩამოვდივარ. მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას, ჩემი გამოცდილების გაზიარებას და ამ განსაკუთრებული ღონისძიების ნაწილად ყოფნას.“

SMH-ის დამფუძნებელი, ლაშა მაჭავარიანი:
„SBC Summit Tbilisi დღეს უკვე ევრაზიის ყველაზე მსხვილი სამიტია გეიმინგის, სპორტისა და ტექნოლოგიების სფეროში.
ფერნანდო მორიენტესი მსოფლიო დონის სპორტსმენია, რომლის გამოცდილება დღეს ლიდერობისა და წარმატების უნივერსალურ მაგალითად იქცა.
დარწმუნებული ვარ, მისი გამოსვლა წლევანდელი სამიტის ერთ-ერთი მთავარი მომენტი იქნება და კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს თბილისის, როგორც საერთაშორისო ბიზნესისა და iGaming ინდუსტრიის მნიშვნელოვანი შეხვედრის ადგილის, როლს.“

რიგით მეოთხე, SBC Summit Tbilisi 2026 ბრიტანული ორგანიზაციის SBC-ისა და საქართველოში დაფუძნებული გლობალური კომპანიის SMH-ის ორგანიზებით 15–16 ივლისს, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ გაიმართება. სამიტის წარმდგენი პარტნიორია EGT Georgia და Amusnet Georgia.
რეგიონის უმსხვილესი iGaming, Sport და Tech კონფერენცია წელს 2,500-ზე მეტ მაღალი რანგის დელეგატს უმასპინძლებს. ღონისძიებას დაესწრებიან როგორც აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის, ასევე კავკასიისა და მომიჯნავე რეგიონების წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება 50-მდე საერთაშორისო და ქართული კომპანია. პროგრამა მოიცავს პანელურ დისკუსიებს, საგამოფენო სივრცეებსა და ბიზნესშეხვედრებს, რაც მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას დაამყარონ ახალი კონტაქტები, გაცვალონ გამოცდილება და განიხილონ ინდუსტრიის აქტუალური ტენდენციები.
SBC Summit Tbilisi-ის ფარგლებში, წელს უკვე მეორედ ჩატარდება SBC Regulators Forum Tbilisi.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის iGaming მიმართულების მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები, მათ შორის ესტონეთიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან, კვიპროსიდან, საქართველოდან, ლიეტუვიდან და სხვა ქვეყნებიდან. მათი მონაწილეობა ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის iGaming მიმართულების მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები, მათ შორის ესტონეთიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან, კვიპროსიდან, საქართველოდან, ლიეტუვიდან და სხვა ქვეყნებიდან. მათი მონაწილეობა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას როგორც დამსწრეებისთვის, ისე თავად რეგულატორებისთვის, პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, გაცვალონ გამოცდილება და განიხილონ რეგულირების მიმართულებით არსებული გამოწვევები, შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
iGaming ოპერატორებისთვის და აფილიატებისთვის დასწრება უფასოა : https://sbcevents.com/sbc-summit-tbilisi/full-event-pass/



















