ინტერ მაიამის მფლობელმა, დევიდ ბექჰემმა გაიხსენა, თუ რა იდგა ლიონელ მესის გაფორმების უკან. საინტერესოა, რომ რვაგზის ოქროს ბურთის მფლობელის ტრანსფერის წინ, ყოფილმა ინგლისელმა შუახაზელმა მოუსმინა თავის ყოფილ დამრიგებელს, სერ ალექს ფერგიუსონს, რომელმაც მას ჭკვიანური რჩევა მისცა.
"ფერგიუსონთან მუშაობის შემდეგ, გამოვიტანე დასკვნა, რომ ყველაზე ძვირადღირებული და საუკეთესო ფეხბურთელი არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად გამოსადეგი იქნება. საჭიროა ისეთი, რომელიც სამივე კრიტერიუმს დააკმაყოფილებს. ასეთი მოთამაშეების რიცხვი არის ძალიან ცოტა, ერთ-ერთი კი მესია.
ვაცნობიერებდი იმას, რომ ლიონელი მაიამისთვის იქნება სასარგებლო როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთაც. ბევრი საქმეები გვაქვს, თუმცა არგენტინელი ფლეიმეიქერის გაფორმება ამერიკისთვის უკვე უდიდესი საჩუქარია", - განაცხადა ინტერის მფლობელმა.