ფერარის დუბლი - ავსტრალიის გრან პრი კარლოს საინსმა მოიგო

მეორე ადგილზე საინსის მონეგასკი თანაგუნდელი, შარლ ლეკლერი გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია მაკლარენის ბრიტანელმა მრბოლელმა, ლანდო ნორისმა დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ტექნიკური პრობლემების გამო, რბოლას სტარტიდან მალევე გამოეთიშა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი მაქს ვერსტაპენი, ამით მისი მოგებების სერია (10 გრან პრი) შეწყდა.









