მიუნხენის ბაიერნის ერთ-ერთი ლიდერი მაიკლ ოლისე რეალთან მატჩის წინ მოკლე კომენტარს აკეთებს, თავის კუმირსა და საფეხბურთო წესის ცვლილებაზე საუბრობს.
"ერთი წესი, რომელსაც თანამედროვე ფეხბურთში შევცვლიდი? - ჩემი აზრით, მსაჯებთან საუბარი ყვითელი ბარათით არ უნდა ისჯებოდეს.
ჩემი საფეხბურთო კუმირი? - ლეო მესი. მისი თამაშების ყურებით გავიზარდე და ვფიქრობ, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია", - განაცხადა ოლისემ.
შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით მატჩს ოლისე და ბაიერნი რეალის წინააღმდეგ ჩაატარებენ. ამ გუნდების პირველი მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე შედგა და რეკორდმაისტერის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.






![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)





