ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გამართული შეხვედრა ატალანტასა და ბაიერნს შორის, მიუნხენური კლუბის გამარჯვებით 1:6 დასრულდა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი რეკორდმაისტერის ნახევარმცველი მაიკლ ოლისე იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ოლისემ უმაღლესი, 10.0 შეფასება მიიღო, რაც ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ შეხვედრებში ხშირად არ ხდება.
გარდა საგოლე მოქმედებების, ოლისემ ამ შეხვედრაში კარში 4-ჯერ დაარტყა, 8 საკვანძო გადაცემა გააკეთა, 63-დან 55 ზუსტი პასი ჰქონდა და ბურთი 8-ჯერ დაიბრუნა.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ოლისეს ანგარიშზე 3 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.
#ChampionsLeague 🇪🇺
— Sofascore Brasil (@SofascoreBR) March 10, 2026
Michael Olise foi NOTA 10 em Atalanta 1-6 Bayern München!
⚽ 2 gols
🅰️ 1 assistência
👟 5 finalizações (4 no gol!)
🧠 2 grandes chances criadas (!)
🔑 8 passes decisivos (!)
✅ 55/63 passes certos (87%!)
🦾 8 bolas recuperadas (!)
💯 Nota Sofascore 10 pic.twitter.com/0NfMofQfyf












