მოჰამედ სალაჰის საშობაო პოსტმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. 25 ათასი კომენტარი 15 წუთში, რამდენიმე საათში კი კომენტარების რაოდენობა 200 ათასსაც გადაცდა. მუსლიმური სამყაროსგან კრიტიკის გარდა, ეგვიპტელი ფორვარდის პოსტს დაუკავშირეს კიდევ ერთი სიუჟეტი, რომელიც წყევლის ან ცრურწმენის საბურველში გაეხვია.
საქმე ისაა, რომ ლივერპულის ლიდერმა 2021 წლის შობაზეც განათავსა მსგავსი შინაარსის პოსტი (რომელსაც ანალოგიური კრიტიკა მოჰყვა). შობის შემდეგ კი პირველივე შეხვედრაში "წითლების" მე-11 ნომერმა თერთმეტმეტრიანი გააფუჭა, მისმა გუნდმა კი შეხვედრა წააგო. ეს არ იყო საკმარისი, ლივერპულის წყევლა მიმდინარე სეზონში გაგრძელდა: საჩემპიონო დუელში მარცხი განიცადა მანჩესტერ სიტისთან, ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი - მადრიდის რეალთან.
"ფარაონი" შობას საჩემპიონო სეზონშიც აღნიშნავდა, თუმცა 2021 წლის ინციდენტს საფეხბურთო სამყაროში დღემდე იხსენებენ,. ცხადია, ეს ყველაფერი ცრურწმენის ნაყოფი და შემთხვევითობაა, სინამდვილეში კი არავითარ წყევლას ადგილი არ აქვს. ამის მიუხედავად, "სქაუზერთა" ქომაგების გარკვეულ ნაწილს მაინც ჰქონდა იმედი, რომ 32 წლის ფორვარდი წელს მაინც აღარ აღნიშნავდა შობას.