დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ფაბიო კანავარო ფეხბურთს უბრუნდება. 50 წლის იტალიელ სპეციალისტს, ხვალ ქალაქ უდინეში ელოდებიან, სადაც ადგილობრივ უდინეზესთან კონტრაქტს სეზონის ბოლომდე გააფორმებს.
უდინეზე საკმაოდ ცუდ ფორმაშია და უფროსობამ გაბრიელე ჩოფის გაშვება, რამდენიმე საათის წინ გადაწყვიტა. "ბიანკონერი" სერია ა-ს ცხრილში მე-17 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონაში მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობის გამო არ იმყოფება.
კანავარო ბოლოს ბენევენტოში მუშაობდა, რომელიც 2023 წლის 4 თებერვალს დატოვა. მას შემდეგ იყო შანსი იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ნაპოლის მწვრთნელი გამხდარიყო, თუმცა დე ლაურენტისთან შეთანხმება ვერ შედგა.