იტალიის ჩემპიონატი ნაპოლისთვის წარუმატებლად დასრულდა. გუნდმა მე-10 ადგილი დაიკავა და ევროტურნირებზე ვერ ითამაშებს.
სამაგიეროდ, კვარაცხელიამ ინდივიდუალურად კარგი შედეგები დააფიქსირა და წელი 11 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით დახურა.
ამასთანავე, წარმატებულ დრიბლინგებში კვარაცხელია ევროპის ტოპ ჩემპიონატებში მესამე ფეხბურთელია, ვინც 100-ს გადააბიჯა.
ამ სეზონში კვარამ 101 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა (51%), მსგავსი შედეგი კი მხოლოდ ხირონას შემტებმა, სავიომ და ვესტ ჰემის ფეხბურთელმა, მოჰამედ კუდუსმა დააფიქსირეს.
ცნობისთვის, გასულ წელს კვარაცხელიას 75 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა და გუნდის ცუდი შედეგების მიუხედავად, პირადი სტატისტიკა მან წელს მაინც გაიუმჯობესა.