ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იაგელონია რეინჯერსს დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროპა ლიგის ფლეი-ოფში იბერიას მეტოქე არა რეინჯერსი, არამედ პოლონური გუნდი იქნება.
მოგესენებათ, იბერიამ ლარნესთან გამარჯვებით კონფერენს ლიგის საგზური გაინაღდა, იაგელონიასთან კი ევროპა ლიგის მთავარ ეტაპზე გასასვლელად იბრძოლებს.
იბერიასა და იაგელონიას პირველი შეხვედრა 20 აგვისტოს, პოლონეთში გაიმართება, განმეორებითი კი 27 აგვისტოს, თბილისში.











