დღეს, ევროპა ლიგის 2026/2027 წლების სეზონი დაიწყება. ფაზის პირველი ტური გადანაწილებული იქნება ორ დღეზე - 16 და 17 სექტემბერს. მომდევნო ტურიდან კი თამაშები გაიმართება სტანდარტულად, ხუთშაბათობით.
ევროპა ლიგის ფაზის პირველი ტური
ცენტრალურ მატჩად შეგვიძლია მივიჩნიოთ მილანისა და ლისაბონის ბენფიკას დაპირისპირება. ეს მატჩი განსაკუთრებული იქნება რუბენ ამორიმისთვის, ვინც საფეხბურთო კარიერის დიდი ნაწილი სწორედ "არწივებში" გაატარა. იგივე ითქმის გონსალუ რამუშზე, რომელიც 1-ელ ნაბიჯებს სწორედ ეშტადიუ და ლუშზე დგამდა.
"როსონერისთან" ერთად, ევროპა ლიგის 2026/2027 წლების სეზონში მონაწილეობს იღებს სერია ა-ს კიდევ ერთი გრანდი - ტურინის იუვენტუსი, რომელიც ფაზის 1-ელ ტურში ნაიმეგენს შეხვდება. აუცილებლად სახსენებელია ევროპის ტოპ 5 ლიგის მკვიდრების, სოსიედადისა და ბორნმუთის დუელიც.
ევროპა ლიგის ახალ სეზონში წარმოდგენილი იქნება ორი ქართველი ლეგიონერი - ოთარ კიტეიშვილი და გიზო მამაგეიშვილი, რომლების შტურმ გრაციც პირველ ტურში რენს მიიღებს. საინტერესოა ისიც, რომ სეზონის მანძილზე მათ მოუწევთ ისეთ კლუბებთან შეხვედრა, როგორებიც არიან მარსელი, ჰოფენჰაიმი, ალკმაარი და უკვე ხსენებული ბოსკომბელები.











