ლივერპული-სპარტა პრაღა: კლოპის გუნდმა მეტოქე მთელი თამაშის განმავლობაში არ დაინდო. გოლების წვიმა და გახარებული ენფილდზე შეკრებილი გულშემატკივარი. სპარტამ მხოლოდ ერთი პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა, საბოლოოდ 6:1 ლივერპულის სასარგებლოდ.
ბრაიტონი-რომა: პირველი მატჩის შემდეგ, ბრაიტონს შეუსრულებელი მისია ჰქონდა. იმის მიუხედავად, რომ დე ძერბის გუნდს "დიდი დაბრუნების" მცდელობა ჰქონდა, შემდეგ ეტაპზე მაინც დე როსის რომა გავიდა. საბოლოო ანგარიში 1:0 დაფიქსირდა.
ატალანტა-სპორტინგი: გვიანი სესიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული და დაძაბული შეხვედრა. მატჩში წინ გასვლა სტუმარმა გუნდმა მოახერხა, თუმცა მეორე ტაიმის სტარტზე გასპერინის გუნდმა დააქამბექა და უპირატესობა კვლავ იტალიელების მხარეს გადავიდა. საბოლოო ანგარიში 2:1 და ბერგამოელები შემდეგ ეტაპზე არიან.









![[VIDEO] 9-2 ინგლისის ლეგენდების სასარგებლოდ — ჯონ ტერიმ იტალიას შანსი არ დაუტოვა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fbho2SnR3IdZWITCoaptF3PSfJ1ryNWtO.jpg&w=3840&q=75)




