დასრულდა ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ადრიანდელი შეხვედრები. თავის მატჩებში გამარჯვება მოიპოვეს კოპენჰაგენმა და აპოელმა, თუმცა გიორგი გოჩოლეიშვილისა და ლაშა დვალის მონაწილეობის გარეშე. ორივე მათგანი სათადარიგოთა სკამზე იყო.
რაც შეეხებათ ფავორიტებს, ამჯერად სიურპრიზების გარეშე - მანჩესტერ იუნაიტედმა დაამარცხა ვიქტორია პლზენი, რომამ ბრაგა, ლონდონის ჩელსიმ კონფერენს ლიგაზე კი ასტანას მოუგო.