უეფას ევროპა და კონფერენს ლიგაზე დასრულდა 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩები და 4-4 გუნდი თასებისთვის ბრძოლას აგრძელებს.
ევროპა ლიგის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, საკუთარ მოედანზე ბოლონიას უმასპინძლა, მეტოქე დიდი ანგარიშით, 4-0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ინგლისური კლუბი 1/2 ფინალში ნოტინგემს დაუპირისპირდება, ხოლო მეორე წყვილში ერთმანეთს ბრაგა და ფრაიბურგი შეხვდებიან.
ევროპა ლიგა | 1/2 ფინალური ეტაპი
Your Europa League semi-finalists 🤩#UEL pic.twitter.com/KZkRQmb5fu
— UEFA Europa League (@EuropaLeague) April 16, 2026
კონფერენს ლიგის ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს კრისტალ პალასი — ინგლისური კლუბის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში ფიორენტინასთან გასვლას 2-1 დამარცხდა, თუმცა, 1 კვირის წინ სახლში 3-0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. 1/2 ფინალში მისი მეტოქე დონეცკის შახტარი იქნება, მეორე წყვილში კი ერთმანეთს რაიო ვალეკანო და სტრასბურგი დაუპირისპირდებიან.
კონფერენს ლიგა | 1/2 ფინალური ეტაპი
Conference League semi-finalists ✅#UECL pic.twitter.com/JXEHbehomJ
— UEFA Conference League (@Conf_League) April 16, 2026












