ევროპა და კონფერენს ლიგა — 1/8 ფინალისტების ვინაობა ცნობილია

ევროპა ლიგის 1/8 ფინალის საგზური მოიპოვეს: ბოდო/გლიმტმა, ალკმაარმა, რომამ, სტიაუა ბუქარესტმა, აიაქსმა, ფენერბახჩემ, პლზენმა და სოსიედადმა.
კონფერენს ლიგის 1/8 ფინალის საგზური მოიპოვეს: ბეტისმა, ბორაცი ბანია ლუკამ, პაფოსმა, კოპენჰაგენმა, ცელიემ, იაგიელონიამ, პანათიანაიკოსმა და მიოლდემ.
21 თებერვალს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა, ევროპა და კონფერენს ლიგის წილისყრები გაიმართება, რომელიც თბილისის დროით 15 საათზე აიღებს სტარტს.







