Finance Football-მა გამოიკვლია ევროპის ჩემპიონატის ნაკრებების მწვრთნელების ანაზღაურება. საუბარია ყოველწლიურ ხელფასზე ევროს ექვივალენტში. პირველ ადგილს იკავებს ინგლისის ეროვნული გუნდის თავკაცი, გარეტ საუთგეიტი, რომელიც ყოველწლიურად 5.8 მილიონს იღებს. შემდეგ მოდის იულიან ნაგელსმანი (გერმანია) 4.8 მილიონი ევროთი.
სამეულს ხურავს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი, რობერტო მარტინესი, რომელიც 4 მილიონს იღებს. რაც შეეხება საქართველოს ეროვნული გუნდის დამრიგებელს, ვილი სანიოლს, წელიწადში 200 000 ევროთი ის იკავებს ბოლო, 24-ე პოზიციას. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ სრული სია.
1. გარეტ საუთგეიტი (ინგლისი) - 5.8 მილიონი ევრო წელიწადში
2. იულიან ნაგელსმანი (გერმანია) - 4.8 მილიონი ევრო წელიწადში
3. რობერტო მარტინესი (პორტუგალია) - 4 მილიონი ევრო წელიწადში
4. დიდიე დეშამი (საფრანგეთი) - 3.8 მილიონი ევრო წელიწადში
5. რონალდ კუმანი (ნიდერლანდები) - 3 მილიონი ევრო წელიწადში
6. ლუჩანო სპალეტი (იტალია) - 3 მილიონი ევრო წელიწადში
7. ვინჩენცო მონტელა (თურქეთი) - 1.8 მილიონი ევრო წელიწადში
8. მურატ იაკინი (შვეიცარია) - 1.6 მილიონი ევრო წელიწადში
9. რალფ რანგნიკი (ავსტრია) - 1.5 მილიონი ევრო წელიწადში
10. დომენიკო ტედესკო (ბელგია) - 1.5 მილიონი ევრო წელიწადში
24. ვილი სანიოლი (საქართველო) - 200 ათასი ევრო წელიწადში