ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი მონაწილე ცნობილია. მურატ იაკინის შვეიცარიამ, იტალია უშანსოდ 2:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება, სრულიად დამსახურებულად მიიღო. ბერლინში შეკრებილმა 71 000 მაყურებელმა შვეიცარიის სრული დომინაცია იხილა. ლუჩანო სპალეტის გუნდმა კი მეტოქეს საინტერესო ვერაფერი დაუპირისპირა და ევროპის ჩემპიონატს ლოგიკურად დაემშვიდობა.
იაკინის გუნდმა იტალიას ორივე ტაიმში თითო გოლი გაუტანა. მატჩის 37-ე წუთზე თავი რემო ფროილერმა გამოიჩინა, მეორე ტაიმის სტარტზე კი რუბენ ვარგასმა დონარუმას აუღებელი დაურტყა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.
მატჩის ბოლომდე იტალიას ერთი სახიფათო მომენტიც არ ჰქონია, შესაბამისად, შვეიცარია 1/4 ფინალში საკმაოდ მარტივად გავიდა. იაკინის გუნდის პოტენციური მეტოქე ინგლისი-დანიას შორის დაპირისპირებაში გამოვლინდება.