ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფის მეორე მატჩი გელზენკირხენში გაიმართა, სადაც მაყურებელმა საკმაოდ არასანახაობრივი, თუმცა ამავდროულად, დაძაბული მატჩი იხილა. გარეთ საუთგეიტის გუნდმა დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა. მატჩი ინგლისელთა გამარჯვებით, 0:1 დასრულდა.
მატჩის ერთადერთი გოლი ჯუდ ბელინგემმა გაიტანა, რომელმაც ბუკაიო საკას გადაცემით ისარგებლა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. ამის შემდეგ, ბურთს უმეტესწილად ინგლისი აკონტროლებდა, ხოლო სერბეთი, ძირითადად, მომენტებს ნახევრად ქმნიდა.
ამ გამარჯვებით ინგლისმა ჯგუფში ლიდერის პოზიცია დაიმკვიდრა.